თეთრი სახლი - ამერიკელების 77% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაციის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბევრმა ორგანიზაციამ თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის კოვიდ-19-ის საკითხებზე რეაგირების კოორდინატორმა ჯეფ ზინტსიმ განაცხადა.

„ივლისის ბოლოდან, როდესაც პრეზიდენტმა პირველად გამოაცხადა ვაქცინაციის მოთხოვნის შესახებ და მოუწოდა ორგანიზაციებს, მის მითითებას მიჰყოლოდნენ, ამერიკელების რიცხვი, რომლებიც არ არიან აცრილები, დაახლოებით ერთი მესამედით, 97 მილიონიდან 66 მილიონამდე შემცირდა”, - აღნიშნა ზინტსიმ.

მისი თქმით, ამ დროისთვის ამერიკელების 77%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზა აქვთ მიღებული. ამასთან, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, როშელ ვალენსკის განცხადებით, შემცირებულია კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. კერძოდ, დაინფიცირების შვიდდღიანი მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 12%-ით, გარდაცვალების კი - 5 %-ით ნაკლებია. ამასთან, როშელ ვალენსკის განმარტებით, დადებითი დინამიკის მიუხედავად, აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება.

„აბსოლუტურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ იმაზე, რომ გავაგრძელოთ კოვიდ 19-ის გაკონტროლება ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ შემოდგომისა და ზამთრის სეზონები გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა