შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომელიც საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს, ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით იწყებს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრები გაიმართება ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, მიშელ ბაშელესთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.

„15 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბერნს ეწვევა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის გი პარმელინის და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ბერნში შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ირენ კელინთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი