ჯანმო - ევროპის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 11%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7 %-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 653 837 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 249 699 ახალი შემთხვევით, მესამე ადგილზეა თურქეთი, სადაც გასული კვირის განმავლობაში 205 266 ადამიანი დაინფიცირდა, აღნიშნულ ქვეყნებს კი რუსეთი და ინდოეთი მოჰყვებიან 188 829 და 139 572 ახალი შემთხვევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 46 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე 10 %-ით ნაკლებია. ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი შემცირებულია ყველა რეგიონში, ევროპის გარდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს დაახლოებით 195 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი 145 ქვეყანაში, - „გამა“, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - 99 ქვეყანაში. რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, ამ დროისთვის ის მსოფლიოს 191 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო