რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 31 299 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 984 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ასევე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 892 980 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 220 315 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6.93 მილიონზე მეტი პაციენტი.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო