სასამართლომ ალექსეი ნავალნის ექიმს თავისუფლება შეუზღუდა

რუსეთის სასამართლომ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მკურნალ და მხარდამჭერ ექიმს, ანასტასია ვასილევას ერთწლიანი შეზღუდვები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვასილევამ, რომელიც, „ექიმთა ალიანსის“ პროფკავშირის ხელმძღვანელია, კოვიდ 19-ის რეგულაციები დაარღვია, როდესაც მან მიმდინარე წლის დასაწყისში მოქალაქეებს მოუწოდა, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.

სასამართლომ ვასილევას მოსკოვის დატოვება, ღამის საათებში სახლიდან გასვლა და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალა.

ანასტასია ვასილევა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ვასილიევამ ნავალნის მკურნალობა 2017 წელს ჩაუტარა, როდესაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კრემლის მომხრეების მხრიდან თავდასხმის შედეგად თვალის ქიმიური დამწვრობა მიიღო. ამასთან, ექიმმა ნავალნის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, როცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს. მარტში რუსეთის ხელისუფლებამ ვასილიევას „ექიმთა ალიანსი“ "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია