თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა. სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა