ტაივანის ქალაქ კაოჰსიუნგიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცავები ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ.
შეგახსენებთ, ტაივანის ქალაქ კაოჰსიუნგიში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა დაახლოებით 40 წლის წინაა აშენებული.