გიგა ბოკერია - არც ერთი ფორმით არ არის დასაშვები ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებების რაიმე სახით ჩართვა საოკუპაციო ხაზის ე.წ. დელიმიტაციის პროცესში

პრინციპულად დაუშვებელია კომპრომისი და მარიონეტული ხელისუფლების რაიმე სახით ჩართვა საოკუპაციო ხაზის ე.წ დელიმიტაციაში, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ რუსული მხარის შეთავაზება, “დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით”.

ბოკერიას თქმით, არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ ამის შედეგად რაიმენაირად აგრესიას შეაჩერებენ.

„რუსეთის ფედერაციას პერიოდულად ყოველთვის ჰქონდა ხოლმე მცდელობა, ოკუპაციის ამ ტიპის მცდელობებით მარიონეტული ხელისუფლებების ლეგიტიმაცია მოეხდინა. რა თქმა უნდა, ამ ტიპის დისკუსიაში შესვლაც კი არც ერთი ფორმით არ არის დასაშვები ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ჯერ ერთი არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ ამის შედეგად რამენაირად შეაჩერებენ აგრესიას, პირიქით, გაიმტკიცებენ მდგომარეობას დიპლომატიურად, კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას ფიზიკურად და ამასთან ერთად, პოლიტიკურად. პრინციპულად დაუშვებელია კომპრომისი და მარიონეტული ხელისუფლების რაიმე სახით ჩართვა ე.წ საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული მხარის შეთავაზებაა, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა