„თალიბანის“ დელეგაცია მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

„თალიბანის“ დელეგაცია მომავალ კვირაში მოსკოვში ჩავა და ავღანეთის საკითხებზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

„მომავალ კვირაში მოსკოვში მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციას ველოდებით, რათა მონაწილეობა მიიღონ ავღანეთის საკითხებზე მოსკოვის ფორმატის კონსულტაციებში”, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ცნობისათვის, კონსულტაციების გამართვა 20 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ე.წ. მოსკოვის ფორმატი რუსეთის, ავღანეთის, ინდოეთის, ირანის, ჩინეთისა და პაკისტანის სპეციალური წარმომადგენლების ექვსმხრივი კონსულტაციის მექანიზმის საფუძველზე 2017 წელს შეიქმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო