გენადი არველაძე ავსტრიული საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს „Advantage Austria“ - ის პრეზიდენტ მიქაელ ოტერთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს, გასაკუთრები ყურადღება ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებაზე გამახვილდა.

„ასევე შეხვედრები გაიმართა უძრავი ქონების სექტორში მომუშავე მსხვილი ავსტრიული კომპანიების IMMOFINANZ AG - ის და Robul - ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იყო განხილული, აგრეთვე წარდგენილი კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან, რათა უკეთ შეისწავლონ საქართველოს ბიზნეს გარემო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა