კახეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბნენ, რომლებიც მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან

ორბელიანის მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად კახეთიდან ჩამოსული მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ისინი ორბელიანის მოედნიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი იქნება წარმოდგენილი.

„ ეს არის აქცია, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ქვეყნის და პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ეს არის დღე, როდესაც ბევრი რამ უნდა გადავწყვიტოთ. ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც არასდროს ყოფილან აქციაზე წარმოდგენილები, დღეს აქ არიან. ამ გზით უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ის, რასაც ჩადის ,,ქართული ოცნება”. რაც დღეს იკადრეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, არის დასასრულისკენ მიმავალი ხელისუფლების ქმედებები. ეს ადამიანები ჩვენც დაგხვდნენ, მაგრამ ისინი არიან ერთეულები, რომელიც კიდევ მავნებელი ხელისუფლების ტყვეობაში არიან, მათაც სჭირდებათ თავისუფლება. აქ შევიკრიბებით ყველა ერთად და გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედანზე”, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა