აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2077 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 496 780 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 476 229 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6720 კი - გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში 4 177 277 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული.