ანონსი 15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.

მის: აღმაშენებლის გამზ.148, კომპანია "ავერსის" ოფისი

საკონტაქტო: ნუცა წერეთელი - 577 420121

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიგი წერეთელის და ლაშა დამენიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თავდასხმა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე.

მის: ბარნოვის 40.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კორონავირუსის მორიგი პიკი ქვეყანაში და ე.წ. „მწვანე ზონების“ დანერგვის საკითხი - რა მდგომარეობაა სარესტორნო სექტორში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პოეტ დავით მაღრაძესთან პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა