ჯოზეფ ბორელი - ჩვენც და რუსეთიც ერთ კონტინენტზე ვიმყოფებით - არ გვაქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ პრინციპული, დაბალანსებული და სტრატეგიული მიდგომა განვავითაროთ

ევროკავშირი და რუსეთი ენერგეტიკის სფეროში ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან. ამის შესახებ რუსული მედია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ევროკავშირი რუსეთზე წიაღისეული საწვავის იმპორტითაა დამოკიდებული, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სახელმწიფოს ჩვენი ენერგიის იმპორტით მიღებული შემოსავლები სჭირდება”, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით ენერგეტიკული საკითხები არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობაში უფრო შეკრული უნდა იყოს. მისი თქმით, მოსკოვი არაერთ ფრონტზე მნიშვნელოვანი აქტორია, შესაბამისად პრინციპული, დაბალანსებული და სტრატეგიული მიდგომაა საჭირო.

,,ჩვენც და რუსეთიც ერთ კონტინენტზე ვიმყოფებით და ის არაერთ ფრონტზე მნიშვნელოვანი აქტორია. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ პრინციპული, დაბალანსებული და სტრატეგიული მიდგომა განვავითაროთ“, - განაცხადა დიპლომატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა