პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩთან პოლონეთში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩთან პოლონეთში სააკაშვილის დაკავების შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებებისგან თავის შეკავება თბილისის ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად მნიშვნელოვანია”, - წერია სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს