თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმის განმავლობაში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ასეთი მრავალრიცხოვანი აქცია არ გვახსოვს

ივანიშვილის რეჟიმის განმავლობაში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ასეთი მრავალრიცხოვანი აქცია არ გვახსოვს, ყველას ძალიან კარგად ესმის რამდენად გარდამტეხ მომენტშია საქართველო, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ისე ამაყი როგორც არასოდეს, როდესაც ხედავს, რომ ,,საქართველო არის ერთად და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვის”.

,,ათობით ათასი ადამიანია თავისუფლების მოედანზე შეკრებილი, მთელი რუსთაველი არის გადაჭედილი, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ცხოვრებაში. პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლისთვის შიმშილობის მეთოთხმეტე დღეა არის დღეს ამაყი ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ხედავს, რომ საქართველო არის ერთად და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვის, რისთვისაც ჩამოვიდა ქვეყანაში და ასეთი თავგანწირვა გამოიჩინა. ეს არის აქცია არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ ქვეყანა თავისუფალი იყოს რუსეთის, პუტინის გავლენისგან და კოლაბორაციონისტი მთავრობისგან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შექმნა წარმატებული საქართველოს იდეა და სწორედ ამ იდეისთვის ისჯება ივანიშვილის ხელით, პუტინის მიერ”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა