სიდნეი სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს ხსნის

სიდნეი სრულად ვაქცინირებულ საერთაშორისო მოგზაურებს ქვეყანაში კარანტინის გავლის გარეშე შესვლის ნებართვას მისცემს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცვლილება 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.

„კარანტინი სასტუმროში და კარანტინი სახლში წარსულს ჩაბარდა, ვხსნით სიდნეის და ახალ სამხრეთ უელსს მსოფლიოსთვის,“- განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერმა დომინიკ პეროტეტმა.

შეგახსენებთ, ავსტრალიამ საზღვრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში დახურა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა