ლიბანში საპროტესტო აქციის მსხვერპლთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 32 პირი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოძრაობების, “ჰეზბოლასა” და “ამალის” მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი სროლის დროს დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 32 პირი.

BBC-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იმ მოსამართლის შეცვლას ითხოვენ, რომელიც გასულ წელს დედაქალაქის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეს იძიებს. ადგილობრივებიც ცნობით, დემონსტრანტების მისამართით პარტია „ლიბანის ქრისტიანული ძალების“ წევრებმა ისროლეს.

ცნობისათვის, 2020 წლის აგვისტოში ბეირუთის პორტში გაჩენილ ხანძარს, რომელიც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ გამოიწვია, 219 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 7 000 ადამიანი და დაინგრა ან დაზიანდა ათასობით შენობა. მომხდარი ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის დაკისრებია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა