ვიტალი კლიჩკო - სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და არასამართლიანია

თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას, - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

“საქართველოს დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მთავარს აღვნიშნავ: საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც განახორციელა რეფორმები, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მიხეილს ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომოა ის, ვინც არაფერს აკეთებს.

მგონია, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და არასამართლიანია და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას", - წერს კლიჩკო.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო