დავით ჭიჭინაძე - კოალიციურ ერთობას სულ სხვა ნდობა ექნება საზოგადოებაში და შედეგიც აბსოლუტურად სხვა დაიდება არჩევნებზე

მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს დიდი ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერად, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს კი იდეისთვის ციხეში ჯდომა მხოლოდ აძლიერებს.

„პირველი სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს დიდი ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერად, რომლის შემქმნელადაც ყალიბდება ნიკა მელია და მხარი დაუჭიროს მას და არა პარტიულ, ან პარტიების ბრძოლას გავლენებისთვის. მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყანაში, მეორე ტურში გამარჯვებაა.

„ქართული ოცნებას“ რაც შეეხება, ისეთ დღეშია, რომ არც მიშელის დოკუმენტს და აღარც 43%- ს აქვს არანაირი მნიშვნელობა. „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ქალაქები წააგო, მისი ნდობა ადამიანებს უბრალოდ აღარ აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დგება, რომლის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.

თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს კი იდეისთვის ციხეში ჯდომა მხოლოდ აძლიერებს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა