სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5713-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 278 431 პირი დაინფიცირდა, 252 211 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.