დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა.

„სწავლებაზე მიზიდული იყო მხარდამჭერი ელემენტები, როგორიცაა 120მმ ნაღმტყორცნი ქვედანაყოფი, საინჟინრო ქვედანაყოფები და ორი ერთეული „დელტას“ წარმოების ტექნიკა „დიდგორი 1“ და „დიდგორი 2“. წვრთნები სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ქვედანაყოფის მომზადების, შეფასებისა და აღსრულების ფაზებს მოიცავდა.

ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და შემფასებლების მიერ დადებითად შეფასდა”,- აღნიშნავენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს