ნორვეგიაში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ნორვეგიის მთელს ტერიტორიაზე ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემის ნიშნად დროშებია დაშვებული.

ნორვეგიის მეფემ, ჰერალდ V-მ განაცხადა, რომ ქალაქ კონგსბერგში დატრიალებულ ტრაგედიას მთელი ქვეყანა გლოვობს.

„ნორვეგია პატარა ქვეყანაა. როდესაც კონგსბერგი მძიმე დარტყმას იღებს, ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც თქვენც გვერდით დგას. იმედი გვაქვს, უსაფრთხოება აღდგება ისე, რომ შიში არ დამკვიდრდეს,“ - განაცხადა ნორვეგიის მეფემ.

შეგახსენებთ, ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცი მოქალაქეებს მშვილდ-ისრის გამოყენებით დაესხა თავს, დაიღუპა 5 და დაშავდა 2 ადამიანი. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ის დანიის 37 წლის მოქალაქეა, რომელმაც ისლამი გარკვეული დროის წინ მიიღო და რადიკალური შეხედულებების გამო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცავების განცხადებით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში