ვახტანგ ძაბირაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ ჰყავდა ამომრჩეველი, მაგრამ ისინი არ იყვნენ მზად ქუჩაში გამოსულიყვნენ, ახლა მზად არიან, რომ არამხოლოდ საარჩევნო უბნებთან მივიდნენ, არამედ ქუჩაშიც გამოვიდნენ

უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ, რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, არამხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის ხალხი დაესწრება აქციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი მძლავრი აქცია არ ჰქონია და არასწორია საუბარი იმაზე, 2012-ში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქცია რამდენად დიდი იყო ან ნაკლები, ვინაიდან 2012 წელს "ქართული ოცნება" როგორც პარტია არ არსებობდა და თავისი ელექტორატი არ ჰყავდა, გუშინდელ აქციაზე კი ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მათი აქტივისტები იყვნენ.

„ამ აქციამ შედეგი უკვე გამოიღო, საზოგადოებამ ნახა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია საკმაოდ მასშტაბური აქციის ორგანიზება. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, მართლაც ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო. რაც შეეხება იმას, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს სააკაშვილთან დაკავშირებით, შედეგზე საუბარი არც არის და ვერც იქნება. უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ, რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, არამხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის ხალხი დაესწრება აქციას. ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი მძლავრი აქცია არ ჰქონია. საუბარი იმაზე, 2012-ში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქცია რამდენად დიდი იყო ან ნაკლები არასწორია. 2012 წელს "ქართული ოცნება" როგორც პარტია არ არსებობდა და თავისი ელექტორატი არ ჰყავდა. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" მთლიანი ოპოზიციური ელექტორატი გააერთიანა. გუშინდელ აქციაზე ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მათი აქტივისტები იყვნენ. მათ სულ ჰყავდათ ნახევარ მილიონი ამომრჩეველი, ისინი მიდიან არჩევნებზე და ხმას აძლევენ "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ. ახლა, მზად არიან, რომ არამხოლოდ საარჩევნო უბნებთან მივიდნენ, არამედ ქუჩაშიც გამოვიდნენ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ