დავით ზალკალიანი სლოვენიის  ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს იგორ ზორჩიჩს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს.

“სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე. მინისტრმა ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველის ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის იმპლემენტაციას, რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ.

მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტთან მიმართებით და ხაზი გაუსვა სლოვენიის როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლისა და მხარდაჭერას მნიშვნელობას ამ კონტექსტში.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება ევროპული მისწრაფებების მიმართ და განმარტა, რომ საქართველოს აქვს დიდი მოლოდინი ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით”,- აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა და პარტნიორების როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

„საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას წარმატებული შეხვედრა იგორ ზორჩიჩთან და ასევე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების არსებობას და იმედი გამოითქვა, რომ ახლო მომავალში მოხერხდება მათი შეხვედრა და ურთიერთობების გააქტიურება.

მხარეებმა ასევე განიხეს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები და ბიზნეს სექტორების დაახლოების პერსპექტივები. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამსრომლობისთვის”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა