ხათუნა სამნიძე - აქციამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ძალიან დიდია ოპოზიციური ამომრჩევლის მუხტი - ეს არის ერთგვარი გაფრთხილება "ქართული ოცნებისთვის"

აქციამ აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია ოპოზიციური ამომრჩევლის მუხტი - ეს არის ერთგვარი გაფრთხილება "ქართული ოცნებისთვის", არ გაბედოს იგივე მაქინაციებს მიმართოს, რაც გამოიყენა 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ხელისუფლება სჯობს დაფიქრდეს, ვიდრე მეორე ტურში გაყალბებას დაგეგმავს. მისივე თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გზავნილიც გუშინდელ აქციაზე.

"როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური დევნის ობიექტი, ამას ადასტურებენ ასევე ჩვენი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამას ადასტურებს პრემიერ- მინისტრის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც იმუქრება მუხლების დამატებით, თუ ისე არ მოიქცევა დატუსაღებული ადამიანი, როგორც მას უნდა,"- განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს