ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, ტყვეების სანაცვლოდ აზერბაიჯანს დანაღმული ველების რუკები გადასცეს

სომხეთი მზადაა, ტყვეების სანაცვლოდ აზერბაიჯანს დანაღმული ველების რუკები გადასცეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მონაწილე ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მე-8 პუნქტის გათვალისწინების მიუხედავად, აზერბაიჯანულ მხარეს სამშობლოში ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია „ყველა სომეხი ტყვე“.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ოფიციალური ერევნის მზადყოფნა აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ ის რუკები. „ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა