ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც ციხის ადმინისტრაციას და პატიმრებს შეხვდა.

„როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები (დაცული) ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა