ანა ნაცვლიშვილი - ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონცენტრაციის საგანია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - საერთო ოპოზიციური ძალისხმევის გაერთიანება კოალიციური მმართველობის იდეის გარშემო

ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონცენტრაციის საგანი არის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - საერთო ოპოზიციური ძალისხმევის გაერთიანება კოალიციური მმართველობის იდეის გარშემო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, კოიციური მმართველობის ჩამოყალიბებაა ის, რაც გამოსავალს მოიტანს.

„ჩვენ სწორ სვლას ვხედავთ შემდეგში: მთავარი კონცენტაციის საგანი არის კოალიციური მმართველობა და არა რომელიმე ერთი პარტიის ირგვლივ ან „ქართული ოცნების" რომელიმე ერთი პარტიით ჩანაცვლება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიას გუშინდელი გზავნილი, რომელიც კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ცალსახად საუბრობდა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა