ანა ნაცვლიშვილი - სამართლიანობის აღდგენის სახელით მიმდინარე პროცესები არის არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მართლმსაჯულების „ფეიკი“

სამართლიანობის აღდგენის სახელით მიმდინარე პროცესები არის არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მართლმსაჯულების „ფეიკი“ - ეს არის დაზარალებულთა და უფლებადამცველთა შეურაცხყოფა, - აღნიშნული შეფასება ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას აქვს ნულოვანი ნდობა დამოუკიდებელ აქტორებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

"როდესაც მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა აქვს, მის მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო ნებისმიერი პირის, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით კითხვებს ვერ დაასრულებს და სამართლიანობის აღდგენას ვერ უზრუნველყოფს. ის რომ აღდგეს შელახული უფლებები, უნდა აღდგეს კითხვების გარეშე, სწორი წესით. სამომავლოდ კი, ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს. ამას გამართული მართლმსაჯულება სჭირდება, რომელიც დღეს არ არსებობს.

მშვიდობა და სამართალი გაჩნდება სამართლიანი სასამართლოს ხელით და არა ლევან მურუსიძის ხელით", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა