პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ კუთხით ქვეყნებს შორის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა