ავღანეთის მეჩეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში შიიტურ მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 70-მდე ადამიანი.

თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმა სამმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოაწყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს ქალაქ ყუნდუზის მეჩეთში თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც მინიმუმ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფო - ხორასანმა“ აიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო