Politico - სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით - ხალხისთვის სტიმულის მისაცემად, დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ის არის, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით-ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ჩვენ, ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ის არის, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში, ამომრჩევლები, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული გამოცემა Politico-ს სტატიაში, რომლის სათაურია - „საქართველოს გზა ევროპისკენ: კონსენსუსის შენება უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

სტატიაში საუბარია საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც პუბლიკაციის ავტორი ვლად ოლტეანუ ასევე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება.

„რა თქმა უნდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით - ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ჩვენ, ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ის არის, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში, ამომრჩევლები. ეს იყო პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი დააკავეს იმავე დღეს და მას საბოლოოდ მისჯილი აქვს 6 წელი კორუფციისა და გაფლანგვისთვის. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს; BBC აღნიშნავს, რომ ის საქართველოს დატოვების შემდეგ უმეტესწილად უკრაინაში ცხოვრობდა. 2015 წელს, როცა უკრაინაში, ოდესის რეგიონის გუბერნატორი გახდა, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. სამი წლის შემდეგ, ქართულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. წარსულში დაბრუნებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოებაში“, - ნათქვამია სტატიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა