დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

აღინიშნა საქართველოს მისწრაფება მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. განხილული იქნა აღმოსავლეთ პერტნიორობის მოახლოებული სამიტი და მოსამზადებელი სამუშაოები. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა სლოვენიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ევროპასთან დაახლოების პროცესში.

მინისტრმა პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა