თენგიზ ცერცვაძე - სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ალბათ ხელსაყრელი იყო, რომ გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები, რაც გარკვეულ შედეგს მოიტანდა, მაგრამ მოიტანდა უკუშედეგსაც

სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ალბათ ხელსაყრელი იყო, რომ გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები, რაც გარკვეულ შედეგს მოიტანდა, მაგრამ მოიტანდა უკუშედეგსაც, - ძლივს აღორძინებული ეკონომიკის და გაშლილი ბიზნესის ხელახლა ჩაკეტვას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ხელახლა არ ამოქმედებულიყო მკაცრი შეზღუდვები, მთელი დარტყმა თავის თავზე კლინიკურმა სექტორმა აიღო.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მოსახლეობა ვაქცინაციაზე უარის თქმით, საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებსაც.

„კრიტიკული მაჩვენებელი იქნება ის, როდესაც კლინიკური სექტორი იმდენად გადაიტვირთება, რომ ვერ შევძლებთ ყველა ახლად დაინფიცირებული ავადმყოფის დაბინავებას და მათ სრულფასოვან მოვლას, - აქამდე ჯერ კიდევ არის გზა. დღეს ჰოსპიტალიზებულია 5 ათასამდე პაციენტი. სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ალბათ ხელსაყრელი იყო, რომ გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა და ეს გარკვეულ შედეგს მოიტანდა, მაგრამ მოიტანდა უკუშედეგსაც, - ძლივს აღორძინებული ეკონომიკის და გაშლილი ბიზნესის ხელახლა ჩაკეტვას, შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად, მოსახლეობისთვის დიდი დისკომფორტის შექმნას. ამიტომ, მოსახლეობის თხოვნაა, რომ ჩვენ ავიღოთ მთელი დარტყმა კლინიკურმა სექტორმა, ჩვენ თავზე და მათ ნუ დავუწესებთ შეზღუდვებს. მთავრობა მიდის ამ გზით, შეზღუდვები არის მინიმალური, შეიძლება ითქვას თითქმის არ არის და მთელ დარტყმას ვიღებთ კლინიკური სექტორი. თუმცა, აუცილებელია ვაქცინაცია, არ შეიძლება ზურგში დანის ჩარტყმა. ის ანტივაქსერებიც უნდა მოეგონ გონს, ესაა საკუთარი ჯანმრთელობის და ქვეყნის საბოტაჟი და რისკის ქვეშ დაყენება. ყველა წუხს, რომ ამდენი სიკვდილობაა, გავწყდით ქართველები, თუ ცოცხალი არ დავრჩით, რაღად გვინდა ეკონომიკა და ამ დროს თითს არ ანძრევს იმისთვის, რომ ეს სიკვდილობა და ახალი შემთხვევები შეამციროს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს კონტროლი სამედიცინო პირბადის ტარებაზე.

„პირბადეების ტარება თბილისში შედარებით გამოსწორდა, მაგრამ რეგიონებში ისევ არა. ამიტომ, ვთხოვ, ისევ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს კონტროლი არსებული რეგულაციების აღსრულებაზე“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა