ირანი კავკასიის გავლით ნარკოტრეფიკის ორგანიზების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას უარყოფს

თეირანი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას ირანის მხრიდან, კავკასიის გავლით, ნარკოტრეფიკის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხატიბზადემ გააკეთა.

ირანელი დიპლომატის თქმით, ასეთი ბრალდებები ემსახურება მხოლოდ ისრაელის ინტერესებს, რომელიც დაინტერესებულია ირანსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობების გაუარესებისკენ.

ხატიბზადემ ასევე აღნიშნა ისლამური რესპუბლიკის მოწინავე როლის შესახებ ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, არაერთხელ დადასტურდა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა საბჭოს ონლაინ-სხდომაზე გამოსვლისას, დღეს, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის შემდეგ, 2020 წელს, აზერბაიჯანმა ბარიერი შეუქმნა ნარკოტრეფიკს ირანიდან მანამდე სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით. მისი თქმით, ამის შემდეგ, დაკავებული ჰეროინის მოცულობა აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის სხვა მონაკვეთზე ორჯერ გაიზარდა. ალიევის განცხადებით, „30 წლის განმავლობაში, სომხეთი ირანთან შეთანხმებით იყენებდა აზერბაიჯანის ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებს ევროპაში ნარკოტრეფიკის განსახორციელებლად“.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife