აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 850 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 498 630 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 476 964 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 734 კი - გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში მოსახლეობის 41.8 % სრულადაა ვაქცინირებული.