დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს და ხალხთაშორის კავშირები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„აღინიშნა საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას, რეფორმებს, ვიზალიბერალიზაციას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ამ კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული რგოლის კონტექსტში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის, როგორც დამაკავშირებელი მარშრუტის როლი.

საუბარი შეეხო ასოცირებულ ტრიოს, მის მიზნებს, მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ტრიოს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით.

აღნიშნეს, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის, ფუნქციას ავღანეთიდან სამხედროებისა და მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში.

დავით ზალკალიანმა სლოვენიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და მიმდინარე უკანონო პროცესების - ე.წ. "ბორდერიზაციის", ადამიანების გატაცებისა და დაკავების ფაქტების შესახებ და აღნიშნა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების საკითხისადმი პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

აღინიშნა EUMM-ის განსაკუთრებული როლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვითარების მონიტორინგის და ინციდენტების პრევენციის თვალსაზრისით.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში ურთიერთობები და აღნიშნეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროება, მიესალმნენ ახლო მომავალში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების განხორციელებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს