სამართალდამცავები ბრიტანელი დეპუტატის მკვლელობას „ტერორისტულ შემთხვევად“ აფასებენ

ბრიტანელი დეპუტატის, სერ დევიდ ემესის მკვლელობა სამართალდამცავებმა „ტერორისტულ შემთხვევად“ გამოაცხადეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციამ, რომლის კონტრტერორისტული დანაყოფიც შემთხვევას იძიებს, ასევე განაცხადა, რომ პირველადმა გამოძიებამ გამოავლინა „პოტენციური მოტივი, რომელიც დაკავშირებულია ისლამურ ექსტრემიზმთან“.

პოლიტიკოსებმა დეპუტატის მკვლელობა დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასეს.

„ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

მომხდარს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა.

„დევიდი იყო ადამიანი, რომელსაც მგრძნებარედ სწამდა ამ ქვეყნის და მისი მომავლის. ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი საჯარო მოხელე და ძალიან საყვარელი მეგობარი და კოლეგა", - განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანელი დეპუტატი დევიდ ემესი გუშინ ესექსის ოლქში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 69 წლის პარლამენტარს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიიდან იყო, თავს ეკლესიაში დაესხნენ. პოლიციამ 25 წლის ახალგაზრდა დააკავა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო