აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომიტეტმა „ჯონსონის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინების და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო კომიტეტმა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა.

„ვხედავთ, რომ ეს არის ჯგუფი უფრო დაბალი ეფექტურობით, ვიდრე mRNA ვაქცინების („ფაიზერი“, „მოდერნა“) შემთხვევაში დავინახეთ, ამიტომ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა არნოლდ მონტომ, რომელიც კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინის მეორე დოზით უნდა აიცრას 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ის პირი, რომელიც პირველი დოზით მინიმუმ 2 თვის წინ აიცრა.

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, კომიტეტის რეკომენდაციას მიჰყვეს, თუმცა, როგორც წესი, უწყება მის რეკომენდაციებს ეთანხმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა