აშშ  გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, რომლებიც ავღანეთში დრონებით თავდასხმას შემთხვევით ემსხვერპლნენ, კომპენსაციას გადაუხდის

აშშ-ის ხელისუფლება ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის იმ 10 გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკელი სამხედროების მიერ დრონებით თავდასხმას შემთხვევით ემსხვერპლნენ. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დრონების სამიზნე შემთხვევით აგვისტოში გახდნენ.

პენტაგონმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულების ოჯახის წევრებს აშშ-ში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

შეგახსენებთ, თავდასხმა 29 აგვისტოს მაშინ განხორციელდა, როდესაც აშშ-ს ავღანეთიდან საკუთარი ძალები გამოჰყავდა. გარდაცვლილებს შორის 7 ბავშვი იყო. ავტომობილში მყოფი პირები ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავით აპირებდნენ და აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს