აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან აუქმებს

აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან აუქმებს, - Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 20 სექტემბერს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნოემბრის დასაწყისში გააუქმებდა შეზღუდვებს 33 ქვეყნიდან ჩასულ ავიამგზავრებზე, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია. 8 ნოემბრიდან შეერთებული შტატები მიიღებს სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს ევროპის ე.წ. შენგენის ზონის 26 ქვეყნიდან და ასევე ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

ავიამგზავრები ვალდებულები არიან თვითმფრინავებში ჩასხდომამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ. იმ უცხოელ ვიზიტორებს კი, რომლებიც სახმელეთო საზღვარს გადაკვეთენ, კოვიდტესტის პასუხის წარდგენა არ დასჭირდებათ.

ცვლილება არ ეხება არავაქცინირებულ მოქალაქეებს და აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მათ კვლავ არ ექნებათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ის ხელისუფლებამ მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები 2020 წლის დასაწყისში დააწესა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა