სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთმა სპეციალიზებული ეკიპირება გადმოსცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირება დონაციის სახით გადმოსცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივისა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშორმლობის საფუძველზე განხორციელდა.

„დონაციის ოფიციალური ცერემონიალი პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე გაიმართა. დონაციის ოფიციალურ დოკუმენტზე საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა, დღეს კი, სპეციალიზირებული ეკიპირების გადმოცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა. აღჭურვილობა სპეციალიზირებულია სამხედრო პოლიციის ოპერირებისათვის. იგი მოიცავს სპეციალურ კონტროლის ტექნიკას, ქიმიური თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, შემთხვევის ადგილის დაცვის აღჭურვილობას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ჩეკ-პოინტების აღჭურვილობას და სხვა.

პოლონეთის ჟანდარმერიის ბაზაზე გამართულ დონაციის ცერემონიალზე საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოლონეთის რესპუბლიკაში ნინო ბაკაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, პოლონეთის ჟანდარმერიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მატეუშ დადალი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი იაცეკ კაჟიმერსკი, ასევე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ბატალიონის უფროსი და ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული მხარისთვის გადაცემული ეკიპირება დაათვალიერეს და ქართველი და პოლონელი სამხედრო პოლიციელების მონაწილეობით სპეციალურად მათთვის გამართულ ერთობლივ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ერთი ოცეული პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე სწავლებასა და შეფასებას ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირებისთვის გადის“,- აღნიშნავენ უწყებაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე