თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ლიცენზირების სისტემები გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ესტონური კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოაწერა.

„მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო პარტნიორებს, ესტონურ და ამერიკულ მხარეს „სტარტლინკის'' პროგრამის განხორციელებისა და საქართველოსთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. ელექტრონული ლიცენზირების სისტემების პროგრამის ამოქმედების მიზნით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლები ესტონურ კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს რეგულარულად მართავდნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კი, ესტონური მხარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის სისტემების გატესტვასა და სისტემის მომხმარებლისა და IT პერსონალის ტრენინგს უზრუნველყოფს. ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ,,სტარტლინკი'' გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას“,- აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა