პაატა მანჯგალაძე - პარტიული საარჩევნო ნომრის მიუხედავად, მეორე ტურში ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს

არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს, მიუხედავად მისი პარტიული საარჩევნო ნომრისა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, ქვეყანაში „ცვლილებების სიო უბერავს“

„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს. ცვლილება ნიშნავს ოპოზიციისთვის მხარდაჭერას. მეორე ტურში ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს მიუხედავად მისი პარტიული საარჩევნო ნომრისა. მართლაც დაწყებულია ცვლილებების ტალღა, სიო უბერავს ქვეყანაში და ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოს „ქართული ოცნება“ .

რაც უფრო მალე გაიაზრებენ იმას, რომ მათ პრობლემა აქვთ არა რომელიმე პარტიასთან, არამედ წინააღმდეგობაში მოდიან ქართულ საზოგადოებასთან, უფრო ადვილად წავლენ ხელისუფლებიდან. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მმართველმა პარტიამ იცის სახლში უნდა წავიდეს“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.

კითხვაზე, თუ რა ფორმით დაუჭერენ მხარს ოპოზიციას, მანჯგალაძე განმარტავს, რომ მათი კომისიის წევრები მობილიზებულები არიან და დაიცავენ სიმართლეს შედეგების მიხედვით.

„ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციები კოორდინაციაში არიან სხვა ოპოზიციურ შტაბებთან, ერთობლივად ატარებენ კამპანიას, როგორც არის საჭირო კონკრეტულ რაიონში. არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრ რაიონში, თვითმმართველობის დონეზე, მათ შორის, მაჟორიტარების დონეზე გასულია სხვა პარტიებიც, მათ შორის, „ლელო“, გახარიას პარტია, „ევროპული საქართველო“ და ასე შემდეგ. ზედმეტ აქცენტირებას არ ვაკეთებ პარტიაზე, ნომრის მიუხედავად, სადაც იქნება ოპოზიციური კანდიდატი, ყველგან დავუჭერთ მხარს“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა