ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ილჰამ ალიევს მოუწოდებს, „ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებს“ უფრთხილდეს

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამხანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ირანის შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და მეზობელი ქვეყნის ლიდერს მოუწოდებს, „ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებში“ არ გაებას.

„სამეზობლოს პრინციპების და მოთხოვნების უგულვებელყოფა და ყალბი განცხადებების გაკეთება არ არის ტაქტიანობის ნიშანი“, - წერს ალი შამხანი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, აზერბაიჯანს მსოფლიო აღიარებს, როგორც ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით გმირ ქვეყანას.

„უფრთხილდით ეშმაკის მახეებს“, - წერს ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი.

შეგახსენებთ, ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის შემდეგ, 2020 წელს, აზერბაიჯანმა ბარიერი შეუქმნა ნარკოტრეფიკს ირანიდან მანამდე სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაკავებული ჰეროინის მოცულობა აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის სხვა მონაკვეთზე ორჯერ გაიზარდა.

ალიევის განცხადებით, „30 წლის განმავლობაში, სომხეთი ირანთან შეთანხმებით იყენებდა აზერბაიჯანის ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებს ევროპაში ნარკოტრეფიკის განსახორციელებლად“.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ილჰამ ალიევს მოუწოდებს, „ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებს“ უფრთხილდეს

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამხანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ირანის შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და მეზობელი ქვეყნის ლიდერს მოუწოდებს, „ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებში“ არ გაებას.

„სამეზობლოს პრინციპების და მოთხოვნების უგულვებელყოფა და ყალბი განცხადებების გაკეთება არ არის ტაქტიანობის ნიშანი“, - წერს ალი შამხანი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, აზერბაიჯანს მსოფლიო აღიარებს, როგორც ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით გმირ ქვეყანას.

„უფრთხილდით ეშმაკის მახეებს“, - წერს ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი.

შეგახსენებთ, ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის შემდეგ, 2020 წელს, აზერბაიჯანმა ბარიერი შეუქმნა ნარკოტრეფიკს ირანიდან მანამდე სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაკავებული ჰეროინის მოცულობა აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის სხვა მონაკვეთზე ორჯერ გაიზარდა.

ალიევის განცხადებით, „30 წლის განმავლობაში, სომხეთი ირანთან შეთანხმებით იყენებდა აზერბაიჯანის ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებს ევროპაში ნარკოტრეფიკის განსახორციელებლად“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია