ვენესუელას მთავრობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

ვენესუელას მთავრობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს, მას შემდეგ, რაც მათ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო კაბო - ვერდეში დაკავებული კოლუმბიელი ბიზნესმენი, ალექს სააბის ფულის გათეთრების ბრალდებით აშშ-ს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება სოციალისტური პარტიის კანონმდებელმა ხორხე როდრიგესმა გააკეთა, რომელიც მთავრობის მოლაპარაკებათა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, ვენესუელის მთავრობა მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო, აღარ დაესწრება.

2019 წელს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა სააბს ბრალი მექრთამეობის სქემაში მონაწილეობაში დადო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაცვლითი კურსის მის სასარგებლოდ გამოყენება ხდებოდა. აშშ-მ ბიზნესმენს ასევე დაუწესა სანქციები შეთანხმებული კორუფციის ბრალდებით, რომლის საშუალებითაც ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ალექს სააბი სასურსათო სუბსიდირების პროგრამიდან მოგებას იღებდნენ.

2020 წლის ივნისში ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული ბიზნესმენი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა