ორფოლოს სასროლეთზე საარტილერიო დასკვნითი წვრთნები ჩატარდა

ორფოლოს სასროლეთზე საარტილერიო დასკვნითი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა.

„61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. საველე წვრთნებში 100-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული და დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა.

საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმნაციაში.