ორფოლოს პოლიგონზე 31-ე ბატალიონის ბრავო ასეულის საბრძოლო სროლები ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს სასროლეთზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნით სწავლებაზე ქვედანაყოფმა პირობით მოწინააღმდეგეზე საბრძოლო სროლები განახორციელა.

„31-ე ბატალიონის ასეულის სამხედროებმა პოზიციების დაკავების, ჩასაფრების, მოწინააღმდეგის განეიტრალების და უკან გამოსვლის სავარჯიშოები შეასრულეს. ქვედანაყოფს მხარს 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნების გათვლა უჭერდა.

წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა