ინდოეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი გარდაიცვალა, დაკარგულია ათეულობით ადამიანი

სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში თავსხმა წვიმისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით ადამიანი კი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

კატასტროფაზე რეაგირების ეროვნულმა ძალამ და ინდოეთის არმიამ ორ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში, კოტაიამში და იდუკში, სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ორი ჯგუფი გაგზავნა.

ოფიციალური პირების თქმით, ნალექის რაოდენობა შემცირდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

2018 წელს კერალას კატასტროფული წყალდიდობა დაატყდა თავს, როდესაც ძლიერმა წვიმებმა 223 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით ათასი კი უსახლკაროდ დატოვა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი გარდაიცვალა, დაკარგულია ათეულობით ადამიანი

სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში თავსხმა წვიმისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით ადამიანი კი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

კატასტროფაზე რეაგირების ეროვნულმა ძალამ და ინდოეთის არმიამ ორ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში, კოტაიამში და იდუკში, სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ორი ჯგუფი გაგზავნა.

ოფიციალური პირების თქმით, ნალექის რაოდენობა შემცირდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

2018 წელს კერალას კატასტროფული წყალდიდობა დაატყდა თავს, როდესაც ძლიერმა წვიმებმა 223 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით ათასი კი უსახლკაროდ დატოვა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს